პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ძალადობა - საბერძნეთში 35 წლის ქართველი კაცი დააპატიმრეს

23.07.22 11:01
პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ძალადობა - საბერძნეთში 35 წლის ქართველი კაცი დააპატიმრეს

საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ძალადობაში იყო ეჭვიმტანილი.  

ირკვევა, რომ 35 წლის მამაკაცი მოზარდზე 6 წლის განმავლობაში ძალადობდა. სასამართლომ მამია ბერიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.  

ბერძნული მედია წერს, რომ დაკავებული ბრალს არ აღაირებს და ამბობს, რომ 14 წლის მოზარდმა საჩივარი შურისძიების მიზნით შეიტანა.