მხილება და ხარვეზები სასამართლო სისტემაში - ჯანეზაშვილი ფარულ, გაუმჭვირვალე პროცესებებზე საუბრობს
მხილება და ხარვეზები სასამართლო სისტემაში - საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი არაერთ პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ საჯარო ინფორმაცია, საკადრო თუ სხვა სახის ცვლილებები საზოგადოებასთან ფარულად, გაუმჭირვალე პროცესებით მინდინარეობს.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოები მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციას არათუ პრაქტიკულად, ინფორმაციის გამოთხოვის შედეგადაც არ ასაჯაროებენ.
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელი გახდა კომუნიკაცია საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებთან, სასამართლო სისტემის სხვადასხვა რგოლში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი აღმოჩნდა, რომ პირი, რომელმაც საჯარო ინფორმაცია უნდა გასცეს, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის, სერგო მეთოფიშვილის შვილი ნატალია კალანდია. მან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილ მარტივ შეკითხვაზე – როგორია თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა – მონაცემები არ მოგვაწოდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღესაც არ გამოუქვეყნებია და არ მოუწოდებია (მოთხოვნის მიუხედავად) ის გადაწყვეტილებები, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების გადანიშვნას შეეხება. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება ნათელს მოჰფენდა იმ პრობლემას, რომ რამდენიმე მოსამართლისთვის ვადის გაგრძელება პროცედურების გვერდის ავლით მოხდა, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად არასრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი“. - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხები სრულად განეკუთვნება საჯარო ინფორმაციის კატეგორიას, სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი თავს არიდებს არაერთ ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც ცხადყოფს, რამდენად ჩაკეტილი და გაუმჭვირვალეა დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა.