შსს-მ 2 მილიონ-ნახევარ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს.
ამოღებულ იქნა 2553 აბი „სუბუტექსი"; 2627,87 გრ "კოკაინი"; 1368 გრამი "ჰეროინი"; 94 გრ. "მეტადონი"; 53,065 კგ „მარიხუანა“; 753 კგ. „კანაფი“; „ამფეტამინის" შემცველი 352 აბი; 67 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 1050 ცალი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტის ნაჭრები. „პრეგაბალინის" შემცველი 1144 კაფსულა.
სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს.