კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელია, გამოქვეყნებული ფაილების საფუძველზე, პროკურატურაში განცხადებას შეიტანს

23.07.22 12:45
კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელია, გამოქვეყნებული ფაილების საფუძველზე, პროკურატურაში განცხადებას შეიტანს

ია კერზაიას საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით,  ბაჩანა შენგელია პროკურატურას მიმართავს.

ია კერზაიას შვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ფაილების საფუძველზე, რომლითაც მტკიცდება, რომ არჩევნების დროს სუს-ი საჯარო სკოლის დირექტორებზე ზეწოლას ახორციელებდა, შოთაძის უწყებაში კიდევ ერთი განცხადების შეტანას აპირებს.

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ დოკუმენტებში მოცემულ ინფორმაციაზე სამ წელზე მეტია საუბრობს, უამრავი მტკიცებულება აქვს წარდგენილი, რომლიც ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემას ამხელს.