სკანდალურ ფაილებზე პროკუატურაში არასამთავრობოები სამშაბათს გამოიკითხებიან
არჩევნების გაყალბების სისტემურ დანაშაულზე პროკურატურიდან არასამთვრობო ორგანიზაციის კიდევ ერთ წარმომადგენლს დაუკავშირდნენ. შოთაძის უწყებას ჯერ გამოძიება ოფიციალურად არ დაუწყია, თუმცა დაინტერესდა რა მტკიცებულებები აქვთ „საერთაშორისო გამჭირვალობას“ და „სამართლიან არჩევნებს“ სკანდალურ ფაილებზე.
„ჩვენ ბუნებრივია, სრულად ვეთანამშრომლებით გამოძიებას, ინფორმაცია უკვე წარვუდგინეთ, რომელიც გვქონდა. ეს არის ნამდვიალდ უმნიშვნელოვანესი საკითხი, რასაც აუცილებელია, რომ რეაგირება მოყვეს“. - ამბობს არასამთავრობოს წარმომადგენელი.
საინტერესეოა რა კითხვები ექნება გამოძიებას არასამთავრობოებთან, რომლებიც გამოკითხვაზე სამშაბათს მივლენ.
გაშიფრულია სისტემის მამხილებელი დამატებითი მტკიცებულებები და ასეულობით გასაიდუმლოებული ფაილი დღის სინათლეზე გამოდის. ამ დოკუმენტებით პირდაპირ მტკიცდება, ხელისუფლების მიტაცების ფორმულა. ირკვევა, რომ სქემაში ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება გამონაკლისის გარეშე.
დოკუმენტების თანახმად, არჩევნების გაყალბებაში ჩართული იყო ყველა, მათ შორის მუნიციპალიტეტების სამხედრო განყოფილებები, სადაც წვევამდელებს ჯარში გაწვევას უვადებდნენ ხმების სანაცვლოდ. ფაილებში მითითებულია წვევამდელების სახელები, პირადი ნომრები და მისამართები. პოლიციელები, რომლებიც უშუალოდ ყავდათ ჩართული არჩევნებში. ასევე წერილები ირაკლი კობახიძის სახელზე, სადაც დეპუტატი არჩევნებში დახმარების მიზნით პატიმრებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს.
პროკურატურაში გამოკითხვები დაიწყო, თუმცა ჯერ ოფიციალურად საქმე აღძრული არ არის.
იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაიწყება, შოთაძის უწყებაში მისვლა დიდი ალბათობით მოუწევთ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და დიმიტრი სამხარაძეს.