"პოლიციამ გვითხრა, ვიღაც ჩაკეტეს მანქანაში, ნაცემი და სისხლიანიო" - ახალი დეტალები ვარკეთილში ნაპოვნ ავტომობილზე
ბურუსით მოცული შემთხვევა ვარკეთილში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. მინებჩამსხვრეული, სისხლიანი შკოდას მარკის ავტომობილი სახელმწიფო ბალანსზეა აღრიცხული და სავარუდოდ, შემოსავლების სამსახურს ეკუთვნის. ავტომობილის მფლობელი ადგილზე არ გამოჩენილა.
ზარი 112-ში გვერდით მდგომი მანქანის მეპატრონემ განახორციელა.
როგორც "პირველებთან" საუბარში ადგილობრივი ყვება, მათ პოლიციამ უთხრა, რომ ავტომობილში ნაცემი და სისხლიანი ადამიანი ჩაკეტეს.
"ვიღაც ჩაკეტეს მანქანაშიო, ასე თქვეს, სცემესო და სისხლიანი ჩაკეტესო. თვითონ გატეხა ეტყობა, რომ იქიდან გამოსულიყო. გუშინ საღამოს მომხდარა, მე არაფერი გამიგია, მითხრეს". - ამბობს ადგილობრივი.
საგამოძიებო მოქმედებები ესპერტ კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის დაასრულეს.
ავტომბილს რომელსაც დიდი რაოდნებით სისხლის კვალი ეტყობა და მინები ჩამსხვრეული აქვს სამართალდამცველები ექსპრეტიზაზე გადაიყავნენ.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.