გარჩევა კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კასპის პოლიციის უფროსს შორის
კასპის პოლიციის უფროსი დიდ შარშია - ქუჩური გარჩევა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა გიორგი ჩოქურს მოუწყვეს.
ირკვევა რომ, იყო გამაფრთხილებელი გასროლაც. ჩოქური დაზიანებებს გადაურჩა, თუმცა პოლიციის მაღალჩინოსანს კრიმინალები მაინც ემუქრებიან.
მომხდარ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს და სავარუდოდ ფაქტს მალავს, კითხვებს გაურბის კასპის პოლიციის უფროსიც.
გიორგი ჩოქური დაპირისპირებას უარყოფს. შემთხვევა სავარაუდოდ 2 დღის წინ მოხდა.
გიორგი ჩოქურს ნარკოტიკების ჩადებაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი, იგივე "სემსოტა" ადანაშაულებს.