გაძვირებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი - ახალი ტარიფები ძალაში 25 ივლისიდან შედის
მატარებლით მგზავრობა ძვირდება. ბათუმში ჩასვლა ჩამოსვლა ლამის ევროპაში გამზავრების ფასი დაგიჯდებათ. ახალი ტარიფები ძალაში 25 ივლისიდან შედის. ორსართულიანი მატარებლით მგზავრობა მეორე კლასზე 34 ლარი; პირველზე 74, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი ეღირება. ასეთი ძვირი საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა არასდროს ყოფილა.
"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ ეს ფასები შემდეგშიც შენარჩუნდება.ამის მზიეზეი კი არის მატარებლის მოვლისა და ელექტროენერგიის ხარჯები.
ტარიფის გაზრდაზე საუბრობენ სამარშრუტო ტაქსების მომხმარებლებიც. მგზავრები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ იძლებულები არიან, რომ არსებული ტარიფებით ისარგებლონ.