მაიმუნის ყვავილი უკვე 75 ქვეყანას მოედო - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განგაშს აცხადებს

24.07.22 11:41
მაიმუნის ყვავილი უკვე 75 ქვეყანას მოედო - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განგაშს აცხადებს

მაიმუნის ყვავილის ფართოდ გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განგაშს აცხადებს. ვირუსი უკვე 75 ქვეყანაში დაფიქსირდა. ინფიცირებულია 160 ათასზე მეტი ადამიანი. 

ამ დროისათვის საქართველოში  ოფიციალურად მაიმუნის ყვავილის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა თუ მსოფლიო მასშტაბით დაავადება ფართოდ გავრცელდება, დაავადებულთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაშიც გაიზრდება. 

აპირებს თუა არ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებითი პრევენციული ზომების მიღებას, უცნობია. 

ამ დროის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით მაიმუნის ყვავილით ლეტალობის 5 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

მსგავსი სიახლეები