ვეძისში 4 სოფლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა - ადგილობრივები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
ვეძისში 4 სოფლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. ადგილობრივები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით, დაზიანებული გზების გამო სოფლებში მისვლა სასწრაფო დახმარების მანქანებსაც უჭირთ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის რაებილიტაციასთან დაკავშირებით დაპირება წინაასარჩევნოდ მიიღეს, თუმცა მმართველმა გუნდმა დაპირება არჩევნების შემდეგ დაივიწყა.
აქ სახანძრო არ მოდის გზის უვარგისობის გამო, სასწრაფო ვერ მოდის, ტაქსი არ მოგყვება აქამდე. არ არის ტრანსპორტი, ეს უკვე ყველაფერს ნიშნავს. არ გვაქვს საყოფაცხოვრება მაღაზია, პურის მაღაზია, ე.ი. იძულებული ვართ ყველაფერზე წავიდეთ ქალაქშ და ტრანსპორტის უქონლობის გამო ან ტაქსი უნდა გამოვიძახოთ, რომელიც აქ არ მოდის, იმიტომ, რომ გზაა უვარგისი, ან მეზობელს დაველოდოთ, რომ აქედან ჩაგვიყვანოს და მერე ისევ უკან ვიღაცამ ამოგვიყვანოს, - ამბობს ადგილობრივი.
მოქალაქეები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყვეტ აქციებს აანონსებენ.