ჰოსპიტლიდან გაუჩინარებული პაციენტი - ვალერი ხუციშვილის ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს

24.07.22 13:16
ჰოსპიტლიდან გაუჩინარებული პაციენტი - ვალერი ხუციშვილის ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს

თბილისში გაუჩინარებული კაცის საქმეზე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ვალრი ხუციშვილის დედა  და დისშვილი გამოკითხვაზე პოლიციაში იმყოფებოდნენ. 

საქმის გამომძებელი პაატა ხაინდრავა დღეს დაკარგულის ოჯახის წევრებს უმტკიცებდა, რომ ვალერი ხუციშვილი ცოცხალია და მისი მტკვარშ მოძებნა საჭირო არ არის. მისი თქმით, საგამოძიებო უწყება ახლა სასამართლოს განჩინებას ელოდება, რათა სათვალთავლო კამერების ჩანაწერები ამოიღოს. 

შსს ამბით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მომხდარის შესახებ სიუჟეტი ტვ პირველზე გავიდა.

გამომძიებელმა გვითხრა, რომ განჩნებას ველოდებითო, სამშაბათს იქნება კამერებზე ნებართვაო, მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელიო და სამშაბათს დაგიბარებთო, - ამბობს ხუციშვილის დეიდაშვილი.  

45 წლის ვალერი ხუციშვილი 15 ივნისს გაუჩინარდა. მისი კვალი ამერიკული ჰოსპიტლიდან იკარგება. მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტი, რომელსაც ჰალუცინაციები ჰქონდა, კლინიკინდა ოჯახის ინფორმირების გარეშე გაუშვეს. 

საქმეში არსებული კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 42 წლის კაცი ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ მტკვრის სანაპიროზე ჩავიდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

მსგავსი სიახლეები