"აგრესიული იყო, ხელები გადამიგრიხა" - ახალგაზრდა კაცი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა კაცი პოლიციას უფლებების შელახვასა და ძალადობაში ადანაშაულებს. თორნიკე ნანობაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართალდამცავებმა ის ქავთარაძის ქუჩაზე ძალის გამოყენებით დააკავეს, ხელები გადაუგრიხეს და ავტომობილზე თავი მიარტყმევინეს.
დაპირისპირება ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოხდა. ნანობაშილი პოლიციელს მოპედია მოსრილების ამბავს უყვებოდა, სამართალდამცველს კი მოქალაქის ხმამაღალი ტონი არ მოეწონა და დააპატიმრა.
ახალგაზრდის ცნობით, მისი უფლებები იზოლატორშიც დაარღვიეს, რადგან ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს.
საკანალიზაციო სისტემა იყო დაზიანებული და გამოჟონილი იყო წყალი და შესაბამისად, წინა საბურავები მარტივად ცურდება და მოცურდა და შეეხო წინამდებარე მანქანის მაყუჩს. იქვე აღმოჩნდა საპატრულო რაზმი. გადმოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი და დამიწყო უხეშად საუბარი და აპელირება იმაზე, რომ არ მაქვს დაპარკინგების უნარი. ჩენ, ორი მოდავე მხარე პოტენციურად შევთანხმდით ყველაფერზე, შესაბმისად, ვუთხარი, რომ "თქვენთან მე საქმე აღარ მაქვს, მეჩქარება და უნდა წავიდე", რაზეც უფრო გაღიზიანდა და უფრო აგრესიულად დამიწყო საუბარი, როგორ ვესაუბრები პოლიციის თანამშრომელს და ა.შ. და ა.შ. და დიალოგის მსვლელობის პროცესშ ხელები გადამიგრიხა და ჩამტენა უკან მანქანაში. შუბლი მივარტყი მანქანის კიდეს, - ამბობს "პირველებთან" თორნიკე ნანობაშვილი.