სხვისი ნივთის დაზიანების გამო პოლიციამ ერთი პირი დააკავა
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ ერთი კაცი დააკავა. 31 წლის კაცს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.
ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალედბული ნასვამ მდგომარეობაში იყო.
დაკავებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.