რატომ გაწერეს მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტი კლინიკიდან - ამერიკული ჰოსპიტალი თავს იმართლებს
ამერიკული ჰოსპიტალი თავის მართლების რეჟიმშია. საუბარია 45 წლის პაციენტზე, ვალერი ხუციშვილზე, რომლის კვალიც ამერიკული ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ იკარგება.
კითხვაზე თუ რატომ გაუშვეს მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტი კლინიკიდან, სამედიცინო დაწესებულება თავს იმართლებს და აცხადებს, რომ მამაკაცის სრულწლოვანი იყო, ამიტომ მისი გაჩერების ვალდებულება არ ჰქონდათ.
კლინიკის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ კლინიკიდან ვალერი ხუციშვილის გაწერის დროს პაციენტი თავს კარგად გრძნობდა და ადექვატურიც იყო.
დაახლოებით 2 კვირის წინ მომმართა ოფიციალურად საგამოძებო უწყებამ და მოითხოვეს ვიდეოჩანაწერების ამოღება. მდგომარეობა იყო სტაბილური აბსოლუტურად, ის იყო ნათელ ცნობიერებაზე ანუ მისი ცნობიერება იყო ნათელი და ადექვატური და ჰალუცინიაციის მომენტი, კლინიკური შემთხვევა მისი წოლის პერიოდში ემერჯენსში არ დაფიქსირებულა. შემოსვლისას მას ჰქონდა თვაის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის რევის შეგრძნება, რაც ტიპიურია სპირტის ინტოქსიკაციის შემთხვევაში. სრულწლოვანი პაციენტი, მითუმეტეს 42 წლის მამაკაცი, რომელიც არის ნათელ ცნობიერებაზე, მას აქვს უფლება, ნებიმისერ მომენტში, არა მარტო მკურნალობის მომენტში, არა მარტო მკურნალობის დასრულებისას, იქამდეც, დატოვოს კლინიკა საკუთარი სურვილით. არ გვაქვს ვალდებულება კანონით დავუკავშრდეთ ოჯახის წევრებს და მოვითხოვოთ მათთნა ერთად გაწერა, - ამბობს ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი.
ამასთან, ამერიკული ჰოსპიტალი პოლიციას გულგრილობაში ამხელს. ირკვევა, რომ თვენახევრის წინ დაკარგული კაცის ძებნა შსს-მ მხოლოდ ორი კვირის წინ დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ოჯახმა უწყებაში განაცხადი 17 ივლისს შეიტანა, სამართალდამცველებმა კლინიკას პირველად სწორედ 14 დღის წინ მიმართეს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოსთხოვეს.
45 წლის ვალერი ხუციშვილი 15 ივნისს გაუჩინარდა. მისი კვალი ამერიკული ჰოსპიტლიდან იკარგება. მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტი, რომელსაც ჰალუცინაციები ჰქონდა, კლინიკინდა ოჯახის ინფორმირების გარეშე გაუშვეს.
საქმეში არსებული კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 42 წლის კაცი ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ მტკვრის სანაპიროზე ჩავიდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.