მკვლელობა ქვით - დაკავებული 77 წლის ქალი ბრალის წარდგენის მოლოდინშია

25.07.22 11:40
მკვლელობა ქვით - დაკავებული 77 წლის ქალი ბრალის წარდგენის მოლოდინშია

ქალს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, მეზობელი ქვით მოკლა, ბრალი წაუყენეს. 77 წლის მოხუცს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ასამართლებენ. 

ქალს დღესვე მიიყვანენ გორის სასამართლოში, სადაც დაკავებული, დიდი ალბათობით, დუმილის უფლებას დაარღვევს. 

შემზარავი მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მოხდა. გარდაცვლილია 33 წლის კაცი. 

საქმის მასალების მიხედვით, მეზობლებმა სარწყავი წყლის გამო იჩხუბეს.

მსგავსი სიახლეები