მაიმუნის ყვავილის პანდემიამდე ერთი ნაბიჯი რჩება - რას ამბობს თამარ გაბუნია

25.07.22 12:21
მაიმუნის ყვავილის პანდემიამდე ერთი ნაბიჯი რჩება - რას ამბობს თამარ გაბუნია

მაიმუნის ყვავილის გავრცელების მასშტაბები  სახიფათო ნიშნულზეა. ექსპერტებმა ვირუსი იმ დაავდებების კატეგორიაში შეიყვანეს, რომელიც მოსალხოებისთვის გლობალურ საფრთხეს ქმნის.  მხოლოდ ორ თვეში ვირუსი 75 ქვეყანას მოედო.  ლაბორატოიულად 16 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ ეს რიცხვი უფრო მეტი იყოს. 

მაიმუნის ყვავილს პანდემიამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება, თუმცა საქართველო ჯერჯერობით მწვანე ქვეყნების სიაშია. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იმსჯელა და მაიმუნის ყვავილის გავრცელება გამოცხადდა შეშფოთების  გამომწვევ საგანგებო სიტუაციად. ამ გადაწყვეტილების წინაპირობები  ნამდვილად არსებობდა. მაიმუნის ყვავილი განსაკუთრებული სიმპტომატიკით გამოირჩევა და  ვრცელდება. ის არ არის ახალი, თუმცა ახლა უკვე მსოფლიოს ისეთ წერტილებშცაა დაფიქსირებული, სადაც აქამდე არ ვრცელდებოდა.  მაიმუნის ყვავილთან გამკლავება ჰარმონიზებულ მუშაობას ითხოვს  მთელი მსოფლიოს მიერ . ჯერჯერობით საქართველოშ მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება და  პრევენციული ზომების გატარება . ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ სწავლებები და დავეხმაროთ საქართველოს  ამ დაავადებასთან გამკლავებაში, -  განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი დღეს მედიას უმტკიცებდა, რომ პრევენციული ზომები ტარდება და პანიკის საფუძველი არ არის.   

ზოგადად, მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკები  უფრო დაბალია, ვიდრე ეს არის რესპირაციული ინფექციების შემთხვევები , როგორიც იყო კოვიდი. მას გავრცელების სხვა გზები  ახასიათებს, კონტაქტის სჭირდება მჭიდრო იმისთვის, რომ გავრცელდეს. გავრცელების ტემპი არის ზოგადად დაბალი. სიტუაცია არის   რამდენადმე უჩვეულო და სწორედ ამანს გამოიწვია ჯანმოს მიერ განგაშის გამოცხადება. მთავარი არის ის, რომ კოორდინაცია  გაძლიერდეს უწყებებებს შორის. დიაგნოსტიკური  შესაძლებლობები არის და არ გამოგვეპაროს უჩვეულო გამონაყარი, რომ  დიაგნოზი დაისვას დროულად და პაციენტის მკურნალობა მოხდეს ჰოსპიტლის პირობებში, - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მსგავსი სიახლეები