შსს და სუს-ი რუსულ პროდუქციას ყიდულობენ - "პირველებმა" დოკუმენტები მოიპოვა

25.07.22 13:22
შსს და სუს-ი რუსულ პროდუქციას ყიდულობენ - "პირველებმა" დოკუმენტები მოიპოვა

რუსული პროდუქცია თავდაცვის სამინისტროს გარდა შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც შედის.  ხელშეკრულებებით, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ უწყებების თანამშრომლებს რუსეთში წარმოებული პროდუქციით კვებავენ. საუბარია, ძირითადად , დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე და ჯარისკაცებზე.

დოკუმენტებითით დგინდება, რომ ხელისუფლებამ კომპანიებთან პირდაპირი შესყიდვა გააფორმეს და რუსული პროდუქტები უკონკურენტოდ შეიძინეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ზეთის და მაკარონის შეძენა ხელისუფლებას  სხვა ქვეყნებიდანაც შეუძლია, თუმცა "ქართულ ოცნებას" ამისი ნება არ აქვს. 

არა მარტო თავდაცვის სამინისტროს კვებითი უზრუნველყოფა, რომელიც  ანაკომის სუპს ყიდულობს, ასევე, რუსულ ზეთს ყიდულობს  და რამდეინმე დღის წინ, 18 ივლისს გააფორმა 10 ათასი ლარის ხელშეკრულება, ასევე, რუსულ პროდუქციას ყიდულობს  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური , ანზორ ჩუბინიძე და ასევე, საგანგებო სიტუაციების  სამსახური, რომელიც შსს-ს, გომელაურის დაქვემდებარებაშია. ეს ორგანიზაციებიც ყიდულობენ რუსულ პროდუქციას. ეს ორი კონკრეტულად ყიდულობს ვერმიშელს და მაკარონს.  ზეთიც, ვერმიშელიც და მაკარონიც  არის ისეთი პროდუქტები, რომლის ჩანაცვლება  ანუ სხვა ბაზრის მოძიება არის  სავსებით შესაძლებელი  იმ შემთხვევაში თუ ეს იქნებოდა პოლიტიკური ნება და ჩვენს ხელისუფლებას არ ექნებოდა სწორება  რუსეთზე, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე. 

ამავე აზრზს იზიარებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილიც.

როგორ შეიძლება თქვან, რომ  საკვები არ არსებობს რუსულის გარდა. ცხადია, არსებობს, და შენ ოკუაპნტ ქვეყანას რატომ უნდა ურიხხავდე მილიონებს , რომელიც შემდეგ მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს  შენს ქვეყანაში, მოქალაქეებს იტაცებს, აწამებს, ტყვედ აჰყავს და ამასობაში, პარალელურად  უკრაინაშ სჩადის გენოციდს.  ნაცვლად იმისა, რომ ვეცადოთ რუსულ ეკონომიკაში  არაფერი არ ჩავასხათ,  მეტიც, მილიონებს ასხამენ ნავთობიდან დაწყებული  ახლა უკვე საკვებით გაგრძელებული.  არადა, ე.წ. მაკარონია, ცხადია, სხვაგანაც შეუძლიათ რომ იყიდონ, მაგრამ არა, მაინც რუსული უნდა მოიტანონ, მაინც რუსებს უნდა მისცენ  მილიონები, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი კი ამბობს, რომ რუსული პროდუქციით ძალოვანი უწყებების მომარაგების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა თუკი საქმე არასანქცირებულ კომპანიას ეხება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. 

მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია, ზოგადად, ტენდერი იმართება და თუკი არ არის სანქცირებული კომპანია, იგივე რუსული ნავთობით, მაგალიათად, შემოდის და იგი ხმარდება არა მარტო ქარულ ტრანსპორტს, მათ შორის, უწყებების ტრანსპორტს, არამედ ევროპული ქვეყნების მოხმარებაშიც მნიშნელოვნად არის წარმოდგენილი. ყველანაირი პროდუქციის, განსაკუთრებით ენერგორესურსების მოძრაობას საკმაოდ სერიოზული, გლობალური კონტროლი ახლავს თან, - თქვა გია ვოლსკიმ. 

 

მსგავსი სიახლეები