მკვლელობა ქვით - 77 წლის ბრალდებული ქალი გორის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს

25.07.22 13:41
მკვლელობა ქვით - 77 წლის ბრალდებული ქალი გორის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს

შიდა ქართლში 33 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის ბრალდებული 77 წლის ქალი გორის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

სასამართლო სხდომას მოკლული ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრებიც ესწრებიან. მათი თქმით, ბრალდებულთან ერთად ყველა ის პირიც უნდა დასაჯოს, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ოჯახის მტკიცებით, ერთ-ერთი, ვინც პოლიციამ უნდა დააკავოს, უკვე დაკავებული ქალის შვილია.

უნდა დაისაჯონ, ჩემი შვილი აღარ არის და აღარ მოვა არასდროს. უნდა დაისაჯონ დედაც, შვილიც და  ვინც იყვნენ სულ ყველანი, - ამბობს მოკლულის დედა. 

შემზარავი მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სარწყავი არხის გამო მეზობელმა მეზობელი სასიკვდილოდ გაიმეტა. 77 წლის ქალმა 33 წლის ლევან გვიმრაძე თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა. 

მსგავსი სიახლეები