ხმაური გორის სასამართლოში - მეზობლის მკვლელობისთის დაკავებული ქალი პატიმრობაში დატოვეს

25.07.22 15:00
ხმაური გორის სასამართლოში - მეზობლის მკვლელობისთის დაკავებული ქალი პატიმრობაში დატოვეს

33 წლის მეზობლის მკვლელობისთვის  დაკავებულმა დღეს დუმილი დაარღვია. 68 წლის მარიამ გესტაფიშვილი სასამართლოს უხსნიდა, რომ მეზობლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. 

ადვოკატის თხოვნას, ბრალდებული სახლში 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეშვათ, დაღუპულის ოჯახის წევრების გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა. 

ამასთან, პროკურორმა პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა და თქვა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის  საშიშროება.  საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მარიამ გესტაფიშვილი პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ შემზარავი მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სარწყავი არხის გამო მეზობელმა მეზობელი სასიკვდილოდ გაიმეტა. 77 წლის ქალმა 33 წლის ლევან გვიმრაძე თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა. 

დაღუპული ლევან გვიმრაძის ოჯახი დაკავებული ქალის შვილის დაკავებასაც ითხოვს.

 

 

მსგავსი სიახლეები