მოსამართლე კვერენჩხილაძის აცილება - ოპოზიცია "ოცნებას" საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს
6 ოპოზიციონერი დეპუტატი "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულს. საუბარია ანრო ოხანაშვილის მოთხოვნაზე, რომელიც კონკრეტულ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერეჩხილაძის აცილებას ეხება.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნა უსაფუძვლოა. "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება მოსამართლე კვერენჩხილაძის მიმართ ანგარიშს ასწორებს.
დიდი ხანია გიორგი კვერენჩხილაძე თავისი საქმიანობით საკონსტიტუციო სასამართლოში და ძალიან კვალიფიციურად დაწერილი განსხვავებული აზრებით, მათ შორის, ხელისუფლებისთვის მტკივნეულ საქმეებზე, ხელისუფლებას უჩენს თავის ტკივილს და ამიტომ ახლა იყენებენ ამ ყველაფერს საბაბად, რომ მასტან გაასწორონ ანგარიშები. კანონი, რომლეზეც ახლა უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ , ეს არის გამოხატულად სასამართლო დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ, რომ ის აძლიერებს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელების ბერკეტებს და როცა სისტემას აქვს ხელთ ინდივიდუალურ მოსამართლეზე ზეწოლსი ბერკეტი , ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემას ხელთ აქვს კონკრეტულ საქმეზე მისთვის სასურველი და არა სამართლით განპირობებული გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული ბერკეტი, - თქვა ნაცვლიშვილმა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ფაქტს საშიშ პრეცედენტს უწოდებს.
თითქოს სოციალურ ქსელში გადაზიარება თუ გამოქვეყნება გუნდა გახდეს მიზეზი ამ ადამიანსი მხრდან დატოვების ამსა ქმის, არის ძალიან საშიშ პრეცედენტი და სწორედ ეს პრეცედენტი შეიძლება გახდეს კიდევ უფრო პოლიტიზირებული საქმეების განხილვის მცდელობად მმართველი პარტიის მხრიდან, - თქვა დეკანოიძემ.
ოპოზიციის განცხადებებს მმართველ გუნდში სპეკულაციებს უწოდებენ
სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არავინ არ იცის. კანონი მისაღებია, მიუღებელია, სტანდარტებს შეესაბამება თუ არ შეესაბამება, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ იმ მოსამართლემ, რომელსაც წინასწარ არ აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული. ეს იმდენად ლოგიკურია, რომ მე ვფიქრობ, მაინც განცხადებაში, რომელიც ოპოზიციონერებმა გააკეთეს, უფრო მეტი სპეკულაციაა, ვიდრე რეალობა, - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს. საქმე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების კონსტიტუციურობის განხილვას ეხება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეების დასჯის ახალ ბერკეტებს აძლევს.
მიზეზი, რის გამოც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება მოითხოვა, მოსამართლის საჯარო პოზიციაა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ გიორგი კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში ღიად გამოხატა დამოკიდებულება იმ საქმისადმი, რომელიც უნდა განიხილოს.