"მედიასთან ბრძოლა არავის შერჩენია" - კობახიძის თავდასხმას კრიტკულ მედიაზე მესამე სექტორი ეხმაურება

26.07.22 11:29
"მედიასთან ბრძოლა არავის შერჩენია" - კობახიძის თავდასხმას კრიტკულ მედიაზე მესამე სექტორი ეხმაურება

სექსისტური და დისკრიმინაციული - ასე აფასებს მესამე სექტორი ირაკლი კობახიძის თავდასხმას კრიტიკულ მედიაზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ უნდა დაიწყოს დისციპლინური წარმოება და მმართველი პარტია უნდა მიხვდეს, რომ კრიტიკულ მედიას ომი არ უნდა გამოუცხადოს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართელოს“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მედიასთან ბრძოლა არავის შერჩენია.

ჩანს, რომ ხელისუფლება ნამდვილად არის  პანიკაში და ყველაფერზე არის წამსვლელი. მედიასთან ბრძოლა არავის შერჩენია და ვერავის ვერ მოუგია ეს ბრძოლა. ამიტომ ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ხელისუფლებამ“. - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართელოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

რაც შეეხება დასმულ კითხვას, რომელმაც კობახიძე წყობიდან გამოიყვანა, „მთავარი არხის“ კორესპინდენტი ნატალია ჯახუტაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას უბრალოდ უნდოდა დავით არახამიას განცხადებაზე კობახიძის პასუხი მოესმინა.

როგორც ჩანს ირაკლი კობახიძეს არ მოეწონა ჩემი კრიტიკული კითხვა და ამიტომ გაღიზიანდა ასე ძალიან. მე უბრალოდ მინდოდა მომესმინა შეფასება დავით არახამიას განცხადებაზ, რაზეც იმდენად გაღიზიანდა ირაკლი კობახიძე, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა არაერთხელ. ფაქტობრივად წყობიდან გამოვიდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე“. - ამბობს ნატალია ჯახუტაშვილი.

ირაკლი კობახიძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტებმა  ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარის მამის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

"სახე მოიწმინდე", "სამარცხვინო", "ქალი არ ხარ" "კაკებეშნიკი მამაშენია", - იმეორებდა წყობიდან გამოსული "ოცნების" თავმჯდომარე. 

კობახიძის შემდეგ სიძულვილის ენა და თავდასხმა მედიაზე მამუკა მდინარაძემ  გააგრძლა.

მსგავსი სიახლეები