ია კერზაიას საქმე - დაიბარებენ თუ არა გიორგი გახარიას გამოკითხვაზე

26.07.22 12:17
ია კერზაიას საქმე - დაიბარებენ თუ არა გიორგი გახარიას გამოკითხვაზე

დაიბარებენ თუ არა გიორგი გახარიას გამოკითხვაზე? - სუს-ის ფაილების  გასაჯაროვების შემდეგ გამოძიების თავიდან დაწყებას ითხოვს ბაჩანა შენგელიაც.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, შვილმა პროკურტაურას ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართა. 

შენგელია  ამტკიცებს, რომ მისი დედის  სიცოცხლე სწორედ  წინასაარჩვენო ზეწოლამ შეიწირა. 

ის სკოლის დირექტორის შანტაჟში ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, ადანაშუალებს.

„ფაქტობრივად დადასტურდა, რაზეც წლებია მე ვსაუბრობდი და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ეს არის ახლადგამოვლენილი გარემოება და პროკურატურამ აუცილებლად უნდა განაახლოს შეწყვეტილი გამოძიება. დიდი მოლოდნი, რომ ხელისუფლება საკუთარ თავს ამხელს, ნაკლებად მაქვს, მაგრამ მე აუცილებლად უნდა შევასრულე სამართლებრივად ეს პროცედურა, თუნდაც იმიტომ რომ საერთაშორისო სასამართლოებში ვდაოვბ მე ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუ ისინი არაფერს არ გააკეთებენ, რა თქმა უნდა ამით გამოაშკარავდება ის, რომ ეს ყველაფერი რაც წარმოდგენილია, არის სიმართლე“. - ამბობს ბაჩანა შენგელია. 
 

მსგავსი სიახლეები