კობახიძის რეაქციები უკვე პოლიტიკური და ადამიანური ფსკერია - პაატა იაკობაშვილი

26.07.22 13:33
კობახიძის რეაქციები უკვე პოლიტიკური და ადამიანური ფსკერია - პაატა იაკობაშვილი

თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე - პაატა იაკობაშვილის თქმით, არ შეიძლება, მმართველი გუნდის ხელმძღვანელს ასეთი რეაგირება ჰქონდეს ჟურნალისტის კითხვაზე.

„მთავარი არხის“ წამყვანი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის რეაქციები  როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური ფსკერია.

„ირაკლი კობახიძემ რამენაირად უნდა სცადოს და აიმაღლოს პოლიტიკური კლასი, იმიტომ რომ არ შეიძლება ჟურნალისტების კითხვებზე ასეთი არაადეკვატური რეაგირება.

იმ შემთხვევაში, თუ მოახერხებს, მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური სახე, თუ არადა, მისი ეს რეაქციები უკვე ფსკერია პოლიტიკურიც და ადამიანურიც. არ შეიძლება გაღიზიანება იმ კითხვის გამო, რომლის ავტორიც არ არის ჟურნალისტი“ - ამბობს პაატა იაკობაშვილი. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ “მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

ირაკლი კობახიძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტებმა  ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარის მამის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

"სახე მოიწმინდე", "სამარცხვინო", "ქალი არ ხარ" "კაკებეშნიკი მამაშენია", - იმეორებდა წყობიდან გამოსული "ოცნების" თავმჯდომარე. 


 

მსგავსი სიახლეები