"ეს არის სამოქალაქო ომის ენა" - ქორიძე კობახიძის საქციელს უმსგავსობას უწოდებს

26.07.22 13:44
"ეს არის სამოქალაქო ომის ენა" - ქორიძე კობახიძის საქციელს უმსგავსობას უწოდებს

თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე - მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსი ჟურნალისტს ასე არ უნდა ელაპარაკობდეს.

კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ზვიად ქორიძე უმსგავსობას და სამოქალაქო ომის ენას უწოდებს. 

ეს იყო უმსგავსობა, იმიტომ რომ, ასე არ უნდა საუბრობდეს პოლიტიკოსი, ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს პოლიტიკოსი ჟურნალისტს და ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს პოლიტიკოსი საზოგადოებას, მით უმეტეს, თუ ეს პოლიტიკოსი არის დიდი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით დატვირთული.

ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების ენა, ეს არის სამოქალაქო ომის ენა და ჩვენ, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ირაკლი კობახიძესაც და ,,ქართული ოცნების" დეპუტატებს გავაცნობიერებინოთ ეს. ასეთი დამოკიდებულება წარმოშობს მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებას“.- ამბობს ზვიად ქორიძე. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

ირაკლი კობახიძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტებმა  ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარის მამის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

"სახე მოიწმინდე", "სამარცხვინო", "ქალი არ ხარ" "კაკებეშნიკი მამაშენია", - იმეორებდა წყობიდან გამოსული "ოცნების" თავმჯდომარე. 

 


 

მსგავსი სიახლეები