სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში - ახალი დეტალები

20.04.21 11:32
სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში - ახალი დეტალები

თბილისის ცენტრში დღეს მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ "ტვ. პირველისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების თქმით, სამედიცინო დახმარება დასჭირდა თავდამსხმელს, რომელმაც "დოლიძის საძმოს" წევრი, ლევან ათანელაშვილი დაჭრა. 

ადგილობრივების თქმით, სავარაუდო ქილერი "გლოვოს" მოპედით გადაადგილდებოდა.  როგორც ირკვევა, "ათანელა"-ს დაჭრის შემდეგ თავდამსხმელს დაჭრილის მეზობლები და მეგობრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

საბოლოო ჯამში დაჭრილი და თავდამსხმელი კლინიკაში მოათავსეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ  მომხდარზე გამოძიება - 19/108 და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა შეძენა ტარებას გულისხმობს.