გასხვისებული საძოვრები - გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა გორის მერიასთან აქციას მართავს

05.08.22 15:43
გასხვისებული საძოვრები - გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა გორის მერიასთან აქციას მართავს

ხმაური და დაპირისპირება გორში -  ქალაქის მერია პოლიციის ალყაშია. ადგილზე სოფელ  ზეღდულეთის მოსახლეობა მივიდა.

ქუჩაში გამოსული ზეღდულეთის მოსახლეობა ეკონომიკის სამინისტროს მიერ საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს და საკითხის გადასაწყვეტად გორის მერთან შეხვედრას ითხოვს. თუმცა, მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. მათ განუცხადეს, რომ მერი ვლადიემრ ხინჩიგაშვილი ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფება, რის გამოც მათთან მისვლას ვერ ახერხებს. მოსახლეობას ამის არ სჯერა.

საძოვრის გარეშე სოფელი ვერ იარსებებს. არჩევნებამდე გვეუბნებოდნენ, რომ ამ პრობლემას მოგვიგვარებდნენ, ახლა იძახიან, კერძო საკუთრებაში ვერ ჩავერევითო. 

ჩვენ მერს ვითხოვთ, რომ პასუხი გაგვცეს, მაგრამ მისი მოადგილე არის აქ მარტო. ხინჩიგაშვილი დასასვენებლად არის, თუ ზღვაზეა, არ გვეუბნებიან. 

მითხარით, სად არის მერი? არანაირ ოფიციალურ შეხვედრაზე არ არის, კარგად ვიცით ჩვენ - აცხადებს პროტესტის მონაწილე.

სოფლის გასხვისებული საძოვრები-  ზეღდულეთის მოსახლეობა ეკონომიკის სამინისტროს მათი კუთვნილი მიწების დაბრუნებას სთხოვს.

პროტესტის ნიშნად მოსახლეობას ავტობანის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდა,  რასაც კიდე ერთი დაპირისპირება მოჰყვა.