რუსი ტურისტების ბუმი აჭარაში - ბათუმში ანტისაოკუპაციო წარწერები გამოჩნდა

08.08.22 12:20
რუსი ტურისტების ბუმი აჭარაში - ბათუმში ანტისაოკუპაციო წარწერები გამოჩნდა

ბათუმში, სადაც სეზონზე რუსეთის მოქალაქეების ბუმია, ანტისაოკუპაციო წარწერები გამოჩნდა. აქციის ორგანიზატორები ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები არიან. წარწერები გაკეთება მათ სიმბოლურად ერას მოედნიდან დაიწყეს. სწორედ იქ იკრიბება ყველაზე მეტი რუსული ტურისტი.

ჩვენ დღეს მოვედით აქ იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეხსენება, სად ჩამოდან, რომელ ქვეყანაში ჩამოდიანნდა ის, რომ საქარტელოშ და ბათუმში არიან ადამიანები, რომლებსაც არ დავიწყებიათ აგვისტოს ტკივილი, არ დავუწყებიათ სამაცაბლო და აფხაზეთი და რომლებიც არ მიყიდულან ბოლომდე პუტინს და კრემლს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველას, ვისაც ამ წარწერებთან მიართებაშ აქვთ პრობლემა, ის არ არის ტურისტი, ის არის მტერი, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 

"პირველებმა" რამდენიმე კითხვის დასმა აჭარის მთავრობის მეთაურისთვის სცადა, თუმცა თორნიკე რიჟვაძემ კითხვებზე პასუხები გაცემა არ ისურვა. საუბარია კითხვებზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და ვინ დაიწყო ომი.

მეტი აქტუალური საკითხი არ არის ქვეყანაში დარჩენილი თქვენი აზრით? ამ კონტექსტშ რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა, - თქვა რიჟვაძემ. 

მსგავსი სიახლეები