შინდისის გმირთა მემორიალი 14 წლის შემდეგ კვლავ დაუსრულებულია
აგვისტოს ომის გმირები, რომელთა სახელის უკვდავსაყოფად ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა - შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს მამაცურად დაღუპული მეომრების მონუმენტი კვლავ დაუსრულებულია.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახები წლებია, ხელისუფლებისგან ცარიელ დაპირებას იღებენ.
ეს მთავრობა დასრულდება და მონუმენტიც დასრულდება. იმ წელიწადსაც გვეუბნებოდნენ, რომ ვასრულებთო, მაგრამ არის დამთავრებული?!
მიზეზი არ ვიცი, ფული არ აქვთ, ალბათ. მილიონ ლარზე მეტია დახარჯულიო, 5 მილიონიც რომ დახარჯონ, ვინ მოთხოვს პასუხს? - აცხადებს შინდისის ომში დაღუპულის ოჯახის წევრი.
2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა რუსულ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩაერთო.
ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.