გადადაგომის მიზეზებზე ვისაუბრებ მაშინ, როცა იქნება ცენტრის წინაშე ჩემი ანგარიში - ამირან გამყრელიძე

08.08.22 14:07
გადადაგომის მიზეზებზე ვისაუბრებ მაშინ, როცა იქნება ცენტრის წინაშე ჩემი ანგარიში - ამირან  გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის პირველი განცხადება  თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. ქვეყნის მთავრი ეპიდემოლოგმა "პირველების"  კითხვებს უპასუხა.

,,დაავადებათა კონტროლის ცენტრის" უკვე ყოფილი  დირექტორი ამტკციებს, რომ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა რატომ, მიზეზებზე არ საუბრობს.

გამყრელიძემ ,,პირველებს" უთხრა, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ბოლო შეხვდრა აქვს ჩანიშნული და  უფლებამოვალეობებს ოფიციალურად  თამარ გაბუნიას გადააბარებს.

გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში. გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. 

მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება. ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გარდამავალი პერიოდის გეგმას, ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს.

გადადგომის მიზეზებზე ვისაუბრემ მაშინ, როცა იქნება ჩემი ანგარიში ცენტრის წინაშე. პოსტის დატოვება ჩემი და ჯანდაცვის მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები