განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 76 წლის ექიმს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 76 წლის ექიმის პროცესი დასრულდა. მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თეიმურაზ ბეჟანიძეს 2 თვის წინასწარ პატიმრობა შეუფარდა
შეშინება მინდოდა და კუთხეში გავისროლე, რა დროსაც ადგა და ტყვია მოხვდა - პროცესზე ბრალდებულმა თემურ ბეჟანიძემ დეტალურად ისაუბრა და ჩვენება მისცა, თუ რატომ ჩაიდინა დანაშაული.
თემურ ბეჟანიძის განმარტებით, 5 აგვისტოს კლინიკის დირექტორთან კამათი გამაგრილებელი სისტემის პულტის გამო დაიწყო, რის გამოც დირექტორმა გიორგი გალდავამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა.
ბეჟანიძის განცხადებით, მას არ ჰქონია განზრახვა, მოეკლა დირექტორი და ცეცხლსასროლი იარაღი დაშინების მიზნით გამოიყენა.
შეშინება მინდოდა და კუთხეში გავისროლე, ამ დროს არ ვიცი, ალბათ ადგა და ტყვია მხარში მოხვდა. მოკვლა რომ მდომოდა, პირისპირ ვიყავი მეტრნახევარში.
შემთხვევით, შეშინების მიზნით ვესროლე უმიზეზოდ რომ გამათავისუფლე სამსახურიდან - განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე.
76 წლის ვენეროლოგს გამოძიება უმძიმეს დანაშაულს ედავება. საქმის მასალების მხიევდით მან ხელმძღვანელი დაჭრა, კვალის დაფარვის მიზნით კი მტკცებულებები გაანადგურა. უმძიმესი დანაშაულის მოტივი კი კონდიციონერის პულტი გახდა.