სამართლო კლანის გადამალული ქონება - როგორ მდიდრდება მურუსიძე- ჩინჩალაძის დაჯგუფება

08.08.22 15:52
სამართლო კლანის გადამალული ქონება - როგორ მდიდრდება მურუსიძე- ჩინჩალაძის დაჯგუფება

სამართლო კლანის  გადამალული ქონება - პოლიტიკური დაკვეთების  შესრულების პარალელურად  მურუსიძე- ჩინჩალაძის დაჯგუფება ფინანსურ მდგომარეობას იუმჯობესებს.

მოსამართლეების გადამალული ფეშენებელური სახლების და დეკლარაციებიდან გამქრალი ოჯახის წევრების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება სტუდია "მონიტორმა"  მომზადა.

სისტემაში არსებული  სვარუდო კორუფციულ ფაქტების შესახებ სტატია  ასევე, ავტორიტეტულმა უცხოელმა გამომძიებელ ჟურნალისტებმაც მოამზადეს. 

საგამოძებო რეპორტაჟზე დაყრდნობით ინგლისურენოვანი სტატიაც მომზადდა, რომელშიც კლანის წევრების გადამალულ ქონებზე დეტალურად არის მოთხრობილი.

გადამალულ ქონებებთან დაკავშირებით კითხვები კონკრეტულად სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლესთან, ლევან მურუსიძესთანაც არსებობს, თუმცა მას  პასუხები არ აქვს.

სასამართლო სისტემაში წლობით მომუშავე ადამიანები შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხით გამოძიება უდნა დაინტერესდეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი კონკრეტულმა  მოსამართლეებმა თანამდებობები უდნა დატოვონ. 

პირველი სიგნალი, პირველი მთავარმტკიცებულება იმისა, რომ სასამართლოში კორუფციასთან მიმართებაში არსებობს პრობლემები, არის მათი ქონება. არ არის ისეთ მაღალი ხელფასი, რომ მათ ასეთი ტიპის და მასშტაბის უძრავი ქონების შეძენა შეძლონ. აქ არი საუბარი ძვირფასეულობაზე, ბრენდულ ტანისამოსზე, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და რიგით მოხელეს, რომელიც არის სასამართლოშ დასაქმებული, ეს არ უნდა შეეძლოს, - ამბობს არასამტავრობო როგანიზაცია "საქართველოს სასაამრთლო გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები