ციხის ნაცვლად თავისუფლებაზე - კახელი ბიზნესმენი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

08.08.22 17:02
ციხის ნაცვლად თავისუფლებაზე - კახელი ბიზნესმენი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ციხის ნაცვლად თავისუფლებაზე - 38 წლის ლევან ბიძინაშვილი, რომელსაც 7 წლიანი სასჯელი ემუქრებოდა, მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. ის პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლე ალექსანდრე ლომაძემ, ფაქტობრივად, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტობრივად,  განაცხადა,  რომ ახალგაზრდა ბიზნესმენს პოლიციამ იარაღი ჩაუდო და ბიძინაშვილს ციხეში მხოლოდ იმის გამო უშვებდნენ, რომ საკუთარი ბიზნესი სიღნაღის პოლიციიის უფროსს არ გადაუფორმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ემოციებით შეხვდნენ. გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებას ემოციების გარეშე არც თავად ბრალდებული შეხვდა. 

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი სიმართლისთვის და რავიცი... ვფიქრობ, რომ ყველა თავისი სიმართლისთის მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და მაქსიმალურად იბრძლოს, რადგანა სეთი დღე ყველასთვის სამაგალითოა და მადლობა ყველას ამისთის, - თქვა ლევან ბიძინაშვილმა. 

რეზონანსული საქმის განხილვა პროკურატურამ წააგო. ახლა შოთაძის უწყება ბიზნესმენის დანაშაულის დამტკიცებას მეორე ინსტანციის სასამართლოში ეცდება. დავის გაგრძელებას პოლიციელების წინააღმდეგ აპირებს თავად უკანონოდ დაკავებული ლევან ბიძინაშვილიც.

ბრალდებული ლევან ბიძინაშვილი და მისი ადვოკატები სიმართლეს 8 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ. მოსამართლე პოლიციელებისგან არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მოისმინა, თუმცა საბოლოოდ, მან ლრვსნ ბიძინაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 

მსგავსი სიახლეები