რა გახდა ახალციხეში 27 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი - საქმეზე გამოძიება დაიწყო

08.08.22 17:13
რა გახდა  ახალციხეში 27 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი - საქმეზე გამოძიება დაიწყო

ახალციხეში  27 წლის ქალის გარდაცვლების მიზეზებზე  გამოძიება დაწყებულია. კლინიკაში,  სადაც ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა, მედიკოსები სამართალდამცველებს ელოდებიან.

მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომაც. სპეცილისტები ახლგაზრდა ქალის სამედიცინო ისტორიას უკვე სწავლობენ. 

ოჯახი  ექიმების დასჯას ითხოვს. ამბობენ, რომ   მშობიარობის შემდეგ ქალი შეუძლოდ იყო, თუმცა ექიმებმა ის საავადმყოფოდან მაინც გაწერეს.

გინეკოლოგი, ვინც ამშობიარა იმის დაუდევრობით თუ უყურადღებობით. როგორც ახლა მე ექიმს მოვუსმინე, გამოიწვია არასწორმა მშობიარობამ. უყურადღებობამ. არანაირი წინასწარი გამოკვლევა არ ჩაუტარეს. ორგანიზმის მოწამვლა დაიწყო...ნახევარსაათიანმა გულის გაჩერებამ ჩაითრია ფილტვები, შეშუპება, გულის უკმარისობა..., - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

ცოტა ხნის წინ პირველი განმარტება კლინიკის ადმინისტრაციამ გააკეთა. კლინიკის დირექტორი გარდაცვლილის ოჯახს სიცრუეში ადანაშაულებს. მისი თქმით, კლინიკაში ყოფნის დროს პაციენტს არაფერზე დაუჩივლია. 

მშობიარობა მიმდინარეობდა ფიზიოლოგიურად და გართულების გარეშე ჩაიარა. შესბამისად, სამ აგვისტოს პაციენტი გაეწერა ბინაზე ახალშბილთან ერთად. რაიმე ჩივილები პაციენტს ადგილზე არ აღუნიშნავს. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს რაც არის აუცილებელი პაციენტისთის, ყველანაირი შესაბამისი კონსულტაცია და კვლევა არის ჩატარებული. პაციენტს აღნინშნული ჩივილები მკურნალი ექიმისთის წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, რომ წარმოედგინა ჩივილები, ექიმი, რა თქმა უნდა, დაინტერესდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერა პაციენტი კლინიკიდან, - ამბობს კლინიკის დირექტორი.  

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში , კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა. მზისა ზაზაძე მშობიარობიდან ერთ კვირაში დაიღუპა.  ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ექიმების  უყურდაღებობა გახდა. 

ირკვევა, რომ 27 წლის ქალმა 30 ივნისს იმშობიარა, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გაწერეს.  ქალის მდგომაროება მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო რამდენიმე დღეში  კრიტიკულად დამძიმდა.

6 აგვისტოს მზისა ზაზაძე ახალქალაქის კლინიკაში საუთარი ფეხით მივიდა, მისვლიდან  15 წუთში კი მას გული გაუჩერდა. 

მსგავსი სიახლეები