სამძებრო ოპერაცია შიდა ქართლში - პოლიცია 27 წლის ბიჭს ეძებს
სამძებრო ოპერაცია შიდა ქართლში - პოლიცია 27 წლის ბიჭს ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, ბექა რევაზიშვილი სახლიდან 3 დღის წინ გავიდა, მისი კვალი კი სოფელ ქვემო გომიდან იკარგება.
სამძებრო ოპერაციაში ჩართულები არიან კინოლოგებიც, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა კაცის კვალზე პოლიცია ვერ გადის.
6-ში გავიდა დაახლოებით 13:00 საათისთვის. თავისი და სარეცხს ფენდა და დაინახა, რომ ჭიშკართან მოვიდა და ეგ იყო... თავზე ეფარა შლიაპა... წინა დღეს კასპში იყო და რომ მოვიდა, არ დაუძინია, მეორე დილიტაც გვიან ადგა, ცოტა ხანი ეზოში იდგა და წამოვიდა. არავის არ დაუნახია... განმარტოვება უნდაო, ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა. ერთადერთი სხვა სოფელშ დაფიქსირდა გუშინწინ, თქვეს ბიჭებმა, რომ დავინახეთ, გამარჯობა გვითხრაო,- ამბობს დაკარგულის ახლობელი.
დაკარგული ბიჭის ოჯახი სამძებრო ოპერაციაში საფრენი აპარატების ჩართვასაც ითხოვს. მათი თქმით, პოლიციას ბიჭის გაუჩინარების პირველი დღეს მიმართეს, თუმცა სამართალდამცავებმა სწრაფი რეაგირება არ მაოხდინეს.