როგორ მუშაობს საქართველოში რუსული აგენტურა - რუსი ჯაშუშის სკანდალური აღიარება

09.08.22 13:06
როგორ მუშაობს საქართველოში რუსული აგენტურა -  რუსი ჯაშუშის სკანდალური აღიარება

როგორ მუშაობს სააქართველოში რუსული აგენტურული ქსელი -  სკანდალურ ინფორმაციას ფარდას რუსი ჯაშუში ხდის. ხმაურიან  ინტერვიუს ვსევოლოდ ოსიპოვთან გამოცემა "ევრაზიანეტი " აქვეყნებს.

ინეტრვიუში  "ეფ ეს ბეს"  20 წლის აგენტი დეტალურად აღწერს   როგორ და რა მისიით გამოგზვანეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში. გაშიფრული აგენტი თავად ყვება, როგორ დაიწყო მუშაობა თბილისის  ცენტრში ერთ -ერთ რესტორნაში და როგორ აგროვებდა ინფორმაციას  პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ადმაინებზე, მათი თავშეყრის აგდილებსა  და კონტაქტეზე.

სკანდალურ  ინტერვიუში  ჯაშუში ასევე, ამბობს, რომ იცნობს მინიმუმ რუსეთის ორ მოქალაქეს, როლებიც მასთან ერთად საქართველოში რუსეთის უშიშროების  სამსახურმა გამოგზვანა და ამ დრომდე ჩვენს ქვეყნაში იმყოფებიან.

ოსიპოვის თქმით,  "ეფ ეს ბესთან" თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთ-უკრანის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვალშ გაწყვიტა, მანამდე კი ყველა ინფორმაციას რუსეთს აწვდიდა. 

მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც მე ნამდვილად ვერ მოვიპოვებდი. იმაზე მნიშვნელოვანი ინფრომაცია, ვიდრე მე შეიძლება დამვალებოდა. მივლინების პირველ დავალებაზე მითხრეს, თუ მოგეწონება, უფრო ნორმალურ დავალებას მოგცემთო. მითხრეს, გარკვეულ ადგილებშ გამოვჩენილიყავი, ვიღაცეებს დავლაპარაკებოდი, რომ მათ დავმახსოვრებოდი და მივეღე. მიზეზად მითრეს, რომ ის ოპოზიციური "ტუსოვკა", რომელიც ახლა თბლისშია, რომ ეს ისეთი ძლიერი კავშირებია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ასეთი გახლდათ მათი არგუმენტი. ეს ჯერ კიდევ ომამდე იყო, სანამ რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ჩამოვიდოდნენ საქართელოშ. ასე ამიტომ ფიქრობდნენ. შემდეგ ბარები უნდა ჩამომეწერა, სადაც ემიგრანტები დადიოდნენ, მევალებოდა სხვა ხალხთან დალაპარაკება. იმათთან, ვისთანაც ლაპარაკი ადრე არ დაუვალებიათ. თუ ადრე მითრეს, რომ აი, შენ გყავს იაროსლავ კონვეი, რუსეთის ლიბერტარიანელი პარტიის თავმდჯომარე, შემდეგ სხვა სახელიც მითხრეს, მასაც უნდა დავლაპარაკებოდი. არ მინდა ახლა დავასახელო. ვფიქრობ, ქართულ ოპოზიციაში ინფორმატორები არიან, რადგან სანამ წმაოვიდოდი თეზისებად მიყვებოდნენ, ეს ხდება, ეს ხდება, ეს ხდება... ის ხალხი, ვისთანაც უერთიერთობა მქონდა, ვინც ჩემი ამბავი იცოდა, ამბობდნენ, რომ ასეა. მართლა არ შემიძლია რისკების შეფასება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ემიგრაციის დიდ ტალღასთან ერთად, ინფორმატორების დიდი ტალღაც იქნება, თუკი "ეფ ეს ბეს" ახლა ამის რესურსი აქვს, - ამბობს ოსიპოვი. 

გაშიფრული აგენტი სკანდალური აღიარა ცხადყოფს, რომ  ქართულმა სპეცსამსახურბმა ყველაფერი იციან, თუმცა  როგოც ჩანს, სუსს ეს ამბავი უბრალოდ არ აინტერესებს. ქართული საგამძიებო უწყებიდან ოსიპოვისთვის კითხვაც ამ დრომდე არავის დაუსვამს.

მსგავსი სიახლეები