კრიტიკული ტელევიზიების დასანქცირება მათი დახურვის მცდელობას ემსახურება - უდუმაშვილი
კრიტიკულ ტელევიზიებზე ხელისუფლების იერიშს "ტვ პირველის" ჟურნალისტის ზაალ უდუმაშვილი გაჩუმების მცდელობად აფასებს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" კრიტიკული სატელევიზიო არხების დახურვას ცდილობს.
არაერთი შემთხვევა ყოფილა ტელევიზიების დასანქცირების, მათ შორის, ძალიან სოლიდური და დიდი ჯარიმებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ იმედით, რომ ეს ტელევიზიები ვეღარ შეძლებენ ამ ჯარიმების გადახდას და საბოლოო ჯამში, დაიხურებიან. ახლაც ზუსტად იგივე მცდელობაა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ 3 ტელევიზიას, ეს არის "ტვ პირველი", "მთავარი" და "ფორმულა", რომ დააკისრონ სანქციები და ამაზე მეტყველებს ის წერილი, რომელიც მიიღეს ტელევიზიებმა. ჩვენ ძალიან კარგად რა ბრძლაშიც ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, ვისთან გვაქვს საქმე. ასე რომ, ეს არ არის უცხო, რაც ხდება, - ამბობს უდუმაშვილი.
"ქართული ოცნება" მისთვის არასასურველი ტელევიზიების გაჩუმებას ყველანაირი მეთოდებით ცდილობს. ხელისუფლება ამჯერად კრიტიკული არხების დასანქცირებას ითხოვს. საუბარია "ტვ პირველზე", "ფორმულასა" და "მთავარ არხზე".
"ოცნებამ" მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი უკვე შეიტანა. ირკვევა, რომ მთავრობისთვის მიუღებელი ეთერში გასული წინასაარჩევნო ვიდეორგოლები გახდა და ახლა ოპოზიციური არხებისთვის სოლიდური ფინანსური ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.