გადათხრილი გზები და დაუსრულებელი სამუშაოები ოზურგეთში - სად გაქრა 59 მილიონი

09.08.22 13:44
 გადათხრილი გზები და დაუსრულებელი სამუშაოები ოზურგეთში  -  სად გაქრა  59 მილიონი

სად გაქრა და ვინ მიითვისა მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 59 მილიონი - ოპოზიციამ პროკურატურას  გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. საქმე გურიაში იმ ჩინურ კომპანიას ეხება, რომელსაც ხელისუფლებამ  მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა გადასცა და ცენტრალური გზების რეაბილიტაცია დაავალა.

ამის მიუხედავად, კომპანიამ  ვალდებულებები არ შეასრულა. უკვე 2 წელზე მეტია რეგიონში გზები გადათხრილია და გადაადგილებაც, ფატობრივად, შეუძლებელია.

ინფრასტრუქტურის მინისტრი  ჯერ კიდევ 7 თვის წინ ამტკიცებდა, რომ მშენებლობები მაისის თვეში დასრულდებოდა, თუმცა შემდეგ ჩინურ კომპანიას ვადა ნოემბრამდე გაუზარდეს. 

დღეს გაკეთდება, ხვალ გაკეთდებაოო. გვატყულებენ და ვიტყუილებთ თავს..., - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

 ჯერჯერობით ისევ უცნობია როდის დასრულდება გზები რეაბილიტაცია გურიაში. 

მსგავსი სიახლეები