დინარა ვაჩნაძის საქმე - თეა წულუკიანმა სასამართლო დავა წააგო

09.08.22 15:52
დინარა ვაჩნაძის საქმე - თეა წულუკიანმა სასამართლო დავა წააგო

კულტურის სამინისტროდან უკანონოდ გათავისფლებული დინარა ვაჩნაძის სარჩელის განხილვა დასრულებულია. თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკა სამართლომ ოფიციალურად დაადასტურა- კულტურის მინისტრმა სამართლებრივი დავა წააგო.

დადასტურდა, რომ მინისტრმა წულუკიანმა ვაჩნაძე სამსახურიდან უკანონოდ გააუშვა. კომპენსაციის თანხა 2 ათასი ლარი და პლიუს განაცდური - კულტურის სამინისტროს  ახლა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის  გადახდა და განაცდურის ანაზღაურება მოუწევს. რაც შეეხება სამსახურში აღდგენას, ეს არ მოხერხდება, რადგან კულტურის მინისტრმა შტატი გააუქმა.

წულუკიანის წინააღმდეგ ეს პირველი მოგებული დავაა, თუცმა სასამართლო განხილვაში კიდევ ათობით სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეა.

ეროვნული მუზეუმის იურისტი წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს. ჩვენ დაგვიკმაყოფილდა მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი 2022 წლის 15 იანვარს გაათავისუფლეს. დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთი იყო, ვინც ხელს აწერდა პეტიციას ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ყველა, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა, გათავისუფლდა. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა დავებშიც ასეთი გადაწყვეტილებები დადგეს. - აცხადებს ვაჩნაძის უფლებადამცველი.

მსგავსი სიახლეები