თბილისის საკრებულომ ,,ოცნების" დეპუტატის ურბანული პროექტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა

09.08.22 17:32
თბილისის საკრებულომ ,,ოცნების" დეპუტატის ურბანული პროექტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ ,,ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის, ოჯახის ურბანული პროექტი უმრავლესობით დაამტკიცა. 

პროექტი ნაძალადევსა და წერეთლის გამზირს შორის არსებული 270 ათას კვადრატული მეტრ ფართობზე 50 კორპუსის მშენელობას ითვალისწინებს. საცხოვრებელი შენობების სიმაღლე დაახლოებით 120 მეტრამდე იქნება.

საკრებულოს ოპოზიციას აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა და ითხოვდნენ მისი განხილვის ერთი თვით გადავადებას, თუმცა, თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უმრავლესობამ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა, რაც მთელი დღის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა.

გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს დედაქალაქს. 2 რაიონს მთლიანად ურბანულ ქსოვილს შეუცვლის. გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს. 

ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური და პრობლემური გადაწყვეტილება, რომელსაც ამ მოწვევის საკრებულო იღებს. 

ვისი ინტერესიც არ უნდა იყოს, ამ ტერიტორიის ასეთი ფორმით განვითარება ძალიან დიდი პრობლემა იქნება -განაცხადა ,,ლელოს" წამომადგენელმა, საბა ბუაძემ.

 


 

მსგავსი სიახლეები