მორიგი დავა წულუკიანის წინააღმდეგ - სასამართლო დღეს ეროვნული მუზეუმის ყოფილი დირექტორის სარჩელს განიხილავს

10.08.22 11:18
მორიგი დავა წულუკიანის წინააღმდეგ - სასამართლო დღეს ეროვნული მუზეუმის ყოფილი დირექტორის სარჩელს განიხილავს

კიდევ ერთი სამართლებრივი დავა თეა წულუკიანის წინააღმდეგ - დღეს საქალაქო სასამართლო ეროვნული მუზეუმის ყოფილი დირექტორის სარჩელის განხილვას იწყებს. ეკატერინე კიკნაძე კულტურის მინისტრმა ჯერ დააქვეითა, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

მუზეუმის ყოფილ დირექტორს რუსთაველის ფონდში მოპოვებული გრანტის მიუხედავად, წულუკიანმა სამეცნიერო კვლევაც აუკრძალა.

კულტურის მინისტრის რეპრესიების მსხვერპლი ეკატერინე კიკნაძე უწყებას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

მე არ მიყვარს წინასწარი მოლოდინების შექმნა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვიცოდე როგორ გაგრძელდება და დამთავრდება პროცესი, თუმცა ვიცი ერთი რამ, როგორც ჩემმა ყველა კოლეგამ ვისთან ერთადაც ჩვენ პირველივე დღეს გადავწყვიტეთ ამ ბრძოლაში შესვლა, რომ აუცილებლად ამ გზას გავივლით ბოლომდე და საქართელოშ თუ მის ფარგლებს გარეთ დავამტკიცებთ, რომ 2022 წელს საქართველოში არ უნდა მოქმედებდეს 1930-იანი წლების კულტურის პოლიტიკა, - ამბობს კიკნაძე. 

 

მსგავსი სიახლეები