ოკუპანტები ბრძოლის ველიდან გარბიან - უკრაინელებმა ხერსონში ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს
ოკუპანტები ბრძოლის ველიდან გარბიან. გადამწყვეტი ბრძოლები ოკუპირებულ ქალაქში, სადაც უკრაინელი სამხედროები წინ წარმატებით მიიწევენ, რუსები კი იძულებულები არიან საკუთარი პოზიციებიდან გაიქცნენ. უკრაინელებმა საარტილერიო სარაკეტო სისტემებით ხერსონში თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს.
უკრაინელებს უპირატესობა აქვთ ყირიმშიც, საიდანაც ოკუპანტებს იარაღის გადატანის შესაძლებლობა შეუზღუდეს. ამ ფონზე კი ოკუპანტები ბრძოლის წესებს არ ცვლიან.
მათი სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა. ისევ ბომბავენ ხალხმრავალ ქუჩებს და დასახლებებს. შვიდი დაღუპული და ათობით დაშავებულია მხოლოდ ენერგო დარში.