სკანდალი თავდაცვის სამინისტროში - ქალი უწყების 3 სამ მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
თავდაცვის სამინისტროში ახალმა სკანდალმა იფეთქა - ახალგაზრდა ქალი უწყების სამ მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
ქალის ინტერესებს "საფარი" იცავს. ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა და არაერთი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი მტკიცებულად წარუდგინა.
ორგანიზაცია "საფარი" სამინსისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„თავდაცვის ერთ-ერთ სისტემაში, რომელიც არის ძალიან დახურული სისტემა და იშვიათად გამოდის გენდერულ ძალადობზე, 23 აგვისტოს მოგვმართა ქალმა ძალადობის თემაზე და წარადგინა მტკიცებულებები. ქალმა გვითრხა, რომ მის მიმართ მაღალჩინოსნების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაშინების მცდელობასაც.
ჩვენ მივმართეთ გენერალურ ინსპექციას.ისინი თავიდან იყვნენ მტრულად განწყობილები ქალის მიმართ, თუმცა როდესაც გაიგეს, რომ ქალის ინტერესებს საფარი იცავდა შეცვალეს დამოკიდებულება. უწყებას ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია
ამ ქალს კვლავ იმ უფროსთან უწევს მუშაობა რომლის მიმართაც ქალი ჩივის.მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მიიღონ დროებითი ზომები მაინც, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო პირობები.
სექსუალური შევიწროების ფაქტს იგივე პირის და კიდევ სხვა ორი პირის მიმართ სხვა ქალებიც ადასტურებენ, ამბობენ, რომ სექსუალურ ძალადობას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი და ამას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. ჩვენ როდესაც მივედით თავდაცვის ამ უწყებაში და გავესაუბრეთ შესაბამის პირებს, მათ საერთოდ არანაირი ცოდნა არ აქვთ სექსუალური შევიწროების დარღვევისა და არც გენდერული სენსიტიურობის შესახებ“. - ამბობს "საფარი".
„საფარის“ მიმართვის საფუძველზე საქმეზე მონიტორინგს აწარმოებს სახალხო დამცველი.