საკონსტიტუციო სასამართლოში ჯაფარიძე, კორძაია, ხოშტარიას საქმის განხილვა იწყება - მარაბ ტურავა

22.04.21 12:40
საკონსტიტუციო სასამართლოში ჯაფარიძე, კორძაია, ხოშტარიას საქმის განხილვა იწყება - მარაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების ,,გირჩი - მეტი თავისუფლება", ,,რესპუბლიკური პარტია" და ,,დროას" ლიდერების სარჩელი წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა. მერაბ ტურავა აღნიშნავს, რომ სარჩელს უახლოეს ხანებში განიხილავენ.

Სასამართლოს პლენუმმა სარჩელი მიიღო წარმებაში, 8 მოსამართლემ დაინახა მიმართება კონსტიტუციასთან, რომელიც არის სარჩელში დაყენებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადოს შესაბამისი სტანდარტები არა მარტო ამ შემთხვევისათვის, არამედ ნებისმიერი სხვა შემთხვებისთვის, როცა დადგება ანალოგიური საკითხი. - განაცხადა მერაბ ტურავამ.

3 ოპოზიციური პარტიის ლიდერმა საკონსტიტუციო სასამართლოს სადეპუტატო უფლებამოსილების არშეჩერების მოთხოვნით მიმართა.