სისხლიანი ანგარიშსწორება კიკეთში - "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია
სისხლიანი ანგარიშსწორება კიკეთში - "პირველების" ინფორმაციით, მკვლელობისა და მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ფაქტი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ბრალდებულის დაკავება კიკეთში მოხდა.
"პირველების" კთხვაზე, ვინ ჩაცხრილა დაკავებულის ავტომანქანა, შსს-ს მაღალჩინოსნის თქმით, ამის დადგენა მიმდინარეობს.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ის ისევ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. "პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირება ფულის გამო მოხდა.
კიკეთში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, რამდენიმე წუთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სროლისას დაჭრილი ორი ქალი ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს.