საბედისწერო რთველი კიკეთში - ,,პირველებმა" სისხლიანი ანგარისწორების დეტალები მოიპოვა
1 მოკლული და ხუთი დაჭრილი - საბედისწერო რთველი კიკეთში. ,,პირველების" ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გელა ნიორაძეს მეზობელთან დავა ვალის გამო ჰქონდა.
გამოძიების მიერ მოკვლეული ჩვენებებით დგინდება, რომ ნიორაძემ საკუთარ მეზობელზე შურისძიება დაგეგმა და დავით ხოჯევანიშვილს სახლში მიუვარდა, რომელსაც რთველის გამო სახლში სტუმრები ჰყავდა. დაპირისპირების შედეგად ხოჯანაშვილმა სხეულზე დაზიანებები მიიღო. ისინი გააშველეს, რა დროსაც ნიორაძე სახლში მივიდა, აიღო მის სახელზე გაფორმებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მეორედ მიუვარდა მევალის ოჯახს.
ფიზიკური დაპირისპირების განმუხტვა ხოჯევანიშვილის დედამ და დამ სცდეს. შედეგად ერთ-ერთი სტუმარი გარდაიცვალა, ხოჯევანიშვილის დედა და და კი დაიჭრნენ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და როგორც ექიმი ამბობს, შესაძლოა, ისინი დღეს კლინიკიდანაც კი გაწერონ.
რაც შეეხება გარდაცვლს, ნიორაძის მიერ გასროლილმა ტყვიამ მისი თანასოფლელი გია გათენაშვილი იმსხვერპლა. გათენაშვილი კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო და ადგილზე სიტუაუციის განმუხტვას ცდილობდა.
ფიზიკური დაპირისიპირების შემდეგ, ნიორაძემ ავტომატიდან ხოჯანაშვილის მიმართყლებით ისროლა, თუმცა მისი მსხვერპლი ოჯახის სტუმარი გახდა!!! უმისამართოთ გასროლის შედეგად დაიჭრა ხოჯანაშვილის დედა და დაცც.. მათ სიცოცხლესს საფრთხე აღარ ემუქრებაა!!! სავარაუდო მკვლელის ოჯახმა კი კიკეთი უკვე დატოვა