უკრაინელი ჟურნალისტი რომან დრიბნოი საქართველოში არ შეუშვეს

18.09.22 12:44
უკრაინელი ჟურნალისტი რომან დრიბნოი საქართველოში არ შეუშვეს

არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს- ეს არის ოფიციალური განმარტება, თუ რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი.

 რომან დრიბნოი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს. უკრიანელი  ტელეწამყვანი საქართველოში დედა სიდონიამ მოიიწვია. სწორედ დრიბნოის უნდა წაეყვანა საქველმოქმედო საღამო, რომელიც უკრაინის ომის თემაზე 25 სექტემბერს არის ჩანიშნული. ფოტო გამოფენაზე შემოსული თანხები კი უკრიანელი ლტოლვილების დასახმარებლად უნდა გადაირიცხულიყო.

დედა სიდონია აცხადებს, რომ გაურკვეველია, რა მიზეზით არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი, რადგან ის ჩვენი ქვეყნის კანონდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა.

ყველაფერს ველოდებოდი ამის გარდა. 25 სექტემბერს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი გამოფენა, რომელიც უკრაინის დასახმარებლად დავგეგმეთ. 

დრიბნოის ჰქონდა საშვი უკრაინის მხრიდან. უკრაინულმ მხარემ ამ გამოფენისთვის უპრობლემოდ დართო ნება, რომ ჩამოსულიყო, თუმცა თბილისი აეროპორტში მიზეზიც არ უთხრეს, რატომ არ შემოუშვეს - განაცხადა დედა სიდონიამ.

გაძევებული ჟურნალისტი  ახლა ახნა-განმარტებას ოფიცილური თბილისისგან ელოდება.

თბილისში ჩასვლის შემდეგ საპასპორტო კონტროლის მაგიდასთან მჯდომმა ადამიანმა სხვასთან გადამისამართა. იქ შემოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი და დამიწყო დაკითხვა, თუ რატომ ჩამოვდიოდი, რამდენი ხანი ვაპირებდი დარჩენას საქართველოში, მქონდა თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სად დავრჩებოდი და ასე შემდეგ. 

ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, რის შემდეგაც ისევ საპასპორტო კონტროლში გადამისამართეს. იქ კი კონტროლიორმა მითხრა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ვერ შემიშვებდა. მიმაცილა ორმა პოლიციელმა  ბორტამდე და ჩემი პასპორტი გამცილებელს გადასცა.

პასპორტი ვარშავაში ჩასვლის შემდეგ დამიბრუნეს. საქართველოში ჩემი არშეშვების მიზეზად ეწერა სიტყვები: სხვა მიზეზები.- გაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა.