თბილისში არასრულწლოვნებმა საბავშვო ბაღის გაძარცვა სცადეს - პოლიცია დამნაშავეებს ეძებს

19.09.22 12:04
თბილისში არასრულწლოვნებმა  საბავშვო ბაღის გაძარცვა სცადეს - პოლიცია დამნაშავეებს ეძებს

არასრულწლოვნებმა  თბილისში საბავშვო ბაღის გაძარცვა სცადეს. ჩამტვრეულია შენობის ფანჯრები, დაზიანებულია ინვენტარი. შემთხვევა გუშინ, 18 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში დაახლოებით 6-7 წლის ბავშვები ჩანან. ერთ-ერთი ბაღის ტერიტორიაზე სპეციალიური ხელთათმანით  გადაადგილდება.

ბაღის დირექტორის ინფორმაციით, არასრულწლოოვნები, სავარაუდოდ, რაღაცას ეძებდნენ, რადგან რამდენიმე ოთახი მოაირეს და აურიეს.  მისივე თქმით, შენობიდან არაფერია წაღებული.

ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, ეს ყველაფერი გაირკვევა და მერე გაიგებთ ყევლაფერს. სავარაუდოდ რარაცას ეძებდნენ, მაგრამ, ბავშვები არიან მცირეწლოვნები და ვნახოთ, გამოძიება გააკრვევს სიტუაციას. არაფერი არ არის, სავარაუდოდ, წაღებული, - ამბობს დირექტორი. 

N 213 საბავშვო ბაღში  ცოტა ხნის წინ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სამართდალცავები პატარა მძარცველებს მთელი დიღმის მასშტაბით ეძებენ.