მედიის თავისუფლების შეზღუდვა - პარლამენტში "ოცნების" კანონპროექტზე მსჯელობენ
დილიდან პარლამენტი მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე მსჯელობს. "ოცნების" 11 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი, სავარაუდოდ, ჟურნალისტების შებოჭვას ემსახურება.
ოპოზიცია კანნპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონის მიღებით მმართველი გუნდი კრიტიკული ტელევიზიების მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს მომენტალურად აღსრულებს.
კომიტეტის სხდომას ესწრებიან მედიის წარმომადგენლებიც და ასევე, მედიამენეჯერები და მედიაექსპერტები. პროცესს თალყურს პრეზინდეტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაზეც ადევნებს.
"ქართული ოცნების" მტკიცებით, თუ აღნიშნული ცვლილებები კანონში შევა, ამით ევრკომისიის 12 პუნქტი ვერ შესრულდება.
ლოგიკური ნონსენსი მოვისმინეთ, მაგალიტად, ის, რომ რაღაცეები იზღუდება, ვირაცამ რაღაცა უნდა შეაფასოსო და ა.შ., ასეა ეს ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში, რომ თქვენ როდესაც საჯარო განცხადებას გააკეთებთდ ა ეს თუ იქნება დამაზიანებელი, მოგიწევთ იმის შეგუება, რომ ეს შეფასდება, - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
მაუწყებლის შესახებ კნაონშ შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელი უფლებები ეძლევა. მაგალიტად, თუკი კომისიის მარეგულირებელი ორგანი გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ტელევიზია უნდა დააჯარიმოს, ამის აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება. ამასთან, იზრდება დაინტერესებული პირის უფლებებიც იმდენად, რომ ამან, შესაძლოა, კრიტიკული მედიის გამოხატვის თავისუფლებაც კი შეზღუდოს.