სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა აქციის ფონზე დაიწყო - სტუდენტები საერთო საცხვრებლების აშენებას მოითხოვენ

19.09.22 15:29
სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა აქციის ფონზე დაიწყო - სტუდენტები საერთო საცხვრებლების აშენებას მოითხოვენ

თბილისის სახელწმიფო უნივერსტეტში სასწავლო პროცესი აქციის ფონზე დაიწყო.  სტუდენტები საერთო საცხოვრებლების აშენებას მოითხოვენ.

 დედაქალაქში ბინებზე გაზრდილი ფასების გამო რეგიონებიდან სტუდენტები ვერ ჩამოდიან, ჩამოსულებს კი არჩევანის გაკეთება სწავლასა და მუშაობას შორის უწევთ.

ახალგაზრდები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე განათლების სამინისტრო ალტერნატიულ გზას არ შესთავზეს.

ვაპროტესტებთ დღეს საქართველოშ ბინების ასეთ დონეზე გაძვირებას, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაასახელმწიფომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ააშენოს საერთო საცხოვრებელი. საერთოს აცხოვრებლის აშენებამდე მოხდეს ბინების სუბსიდირება, რადგან დღევანდელ ფასებს რომ გადავხედოთ, რაიონებიდან ჩამოსულ სტუდენტთან 80% არ აქვს იმის საშუალება, რომ დარჩეს ღამე თბილისში , რათა მეორე დილას მივიდეს უნივერსიტეტში, - ამბობს პროტესტის მონაწილე.