სისხლიანი ანგარიშსწორება კიკეთში - 54 წლის კაცი განზრახ მკვლელობას არ აღიარებს

19.09.22 16:49
სისხლიანი ანგარიშსწორება კიკეთში - 54 წლის კაცი განზრახ მკვლელობას არ აღიარებს

კიკეთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს. ზაჰესის იზოლატორში მოთავსებული გელა ნიორაძე განზრახ მკვლელობას არ აღიარებს.დაკავებული ირწმუნება, რომ უმისამართო სროლა თავდაცვის მიზნით დაიწყო.

"პირველების" ინფორმაციით, კიკეთში სისხლიანი გარჩევა ხუთასი დოლარის გამო მოხდა.   ვალის 
 ამოსაღებად მისულ ნიორაძეს შემოაკვდა კაცი, ვინც  დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩხუბს უყურებდა.

სასტიკი მკვლელობა კიკეთში 17 სექტემბერს ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას ავტომატიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, რომელთაგანაც ერთი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.